მთავარი კონტენტი
ორშაბათი, 10 აგვისტო, 2026 | 22:22
სწრაფი სიახლე
ტექნოლოგიები

“ამ მასწავლებლებს ბოდიში და რას ვებლატავებით, თითქოს იმდენი რესურსი გვქონდეს დახარჯული მათ გადამზადებაში ან იმდენ ხელფასს ვუხდიდეთ, რომ უსინდისობა იყოს რომ არ მუშაობენ პროფესიულ განვითარებაზე” – რას წერს ნიკა გვარამია?

Ambebi.ge 10 აგვისტო, 2026 · 21:15 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

ნიკა გვარამია მასწავლებელთა პროფესიული გამოცდის შედეგებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ მცდარია ინფორმაცია, თითქოს მათემატიკაში პროფესიული გამოცდა მასწავლებელთა 99%-მა ვერ ჩააბარა.

მისი შეფასებით, მასწავლებლების პროფესიული განვითარების მიმართულებით სახელმწიფოს მიერ გაწეული რესურსებისა და მხარდაჭერის გათვალისწინებით, პედაგოგებისგან პროფესიული განვითარებისთვის გაცილებით მეტი ძალისხმევის მოთხოვნა რთულია.

გვარამია ასევე აღნიშნავს, რომ საინტერესო იქნებოდა, მსგავსი პროფესიული გამოცდები სხვა სფეროების წარმომადგენლებისთვისაც რომ ჩატარებულიყო და შემოწმებულიყო, რამდენად მაღალი იქნებოდა მათი ჩაბარების მაჩვენებელი.

მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში გამოცდების შედეგები საინტერესო იქნებოდა როგორც ექიმების, ისე ჟურნალისტების, ინჟინრების, ტექნოლოგების, იურისტების, არქიტექტორებისა და სხვა პროფესიის წარმომადგენლებისთვის.

“ტყუილია, რომ მასწავლებელთა 99%მა პროფესიული გამოცდა ვერ ჩააბარა მათემატიკაში.

გაუგებარია, ამ მასწავლებლებს ბოდიში და რას ვებლატავებით, თითქოს იმდენი დრო, რესურსი და ენერგია გვქონდეს დახარჯული მათ გადამზადებაში ან იმდენ ხელფასს ვუხდიდეთ, რომ უსინდისობა იყოს დღე და ღამე რომ არ მუშაობენ პროფესიულ განვითარებაზე.

საინტერესოა, ყველა პროფესიაში რომ გამოცდა ჩატარდეს, რამდენი პროცენტი ჩააბარებს გინდა ექიმის, გინდა ჟურნალისტის, გინდა ინჟინრის, გინდა ტექნოლოგის, გინდა იურისტის, გინდა არქიტექტორის, გინდა ნებისმიერ სხვა პროფესიულ ტესტს? სხვა ქვეყნიდან არიან ეს მასწავლებლები, რამე განსაკუთრებული ჯიშია თუ რა გგონიათ, მართლა და მართლა?!” – წერს ნიკა გვარამია.