მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 23 ივლისი, 2026 | 00:54
სწრაფი სიახლე
ტექნოლოგიები

„დაწვით დაფნის ფოთოლი თვის ბოლომდე“ – ციფრული ასტროლოგი მნიშვნელოვან რიცხვებს ასახელებს

Prime Time 22 ივლისი, 2026 · 23:43 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 2

ციფრული ასტროლოგი თაკო მელიქიშვილი სოციალურ ქსელში დაფნის ფოთლის დაწვასთან დაკავშირებულ სიმბოლურ რიტუალზე წერს.

მისი თქმით, აღნიშნული პრაქტიკა თვის ბოლომდე წარმატების, იღბლის, სურვილების ასრულებისა და ფინანსური კეთილდღეობის მოზიდვას უკავშირდება.

ამასთან, ის გამომწერებს ურჩევს, რიტუალის შესრულებისას სპეციალური ფრაზა სამჯერ წარმოთქვან.

„დაწვით დაფნის ფოთოლი თვის ბოლომდე! 20.07 დაიწყება წარმატებების ნათელი პერიოდი. 23.07 შეიძლება თქვენი ყველაზე სანუკვარი სურვილი ახდეს. 26.07 მოიზიდავთ დიდ იღბალს. 29.07 შესაძლებელია შეხვდეთ ბედისწერით განკუთვნილ ადამიანს. 31.07 გაუმჯობესდება თქვენი ფინანსური მდგომარეობა. დაფნის ფოთლის დაწვისას სამჯერ წარმოთქვით: „კეთილდღეობა ჩემს გზას იპოვის და სასურველს მომიტანს!“ – წერს მელიქიშვილი.