მთავარი კონტენტი
Friday, 10 July, 2026 | 21:52
სწრაფი სიახლე
ტექნოლოგიები

„თეგეტამ“ Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა

Prime Time July 10, 2026 4:57 pm ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 2

თეგეტა მოტორსის“ უნივერსიტეტის #6-ში მდებარე ფილიალში Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ახალი საზოგადოებრივი ინიციატივის – Dare to Lead – პირველი ღონისძიება გაიმართა. ბიზნესისა და ტექნოლოგიების სფეროს წარმომადგენლებმა ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ლიდერობაზე, ორგანიზაციულ ტრანსფორმაციასა და ინოვაციებზე იმსჯელეს.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა დოქტორმა ჯიმი ჯაინიმ, რომელიც Forbes Coaches Council-ის წევრი, წიგნის Design Thinking for Startups ავტორი და ინოვაციების სფეროს საერთაშორისო ექსპერტია. ის სტუმრებს დიზაინ-აზროვნების, ადამიანზე ორიენტირებული ინოვაციებისა და AI-ს გამოყენებით თანამედროვე ლიდერობის პრაქტიკაზე ესაუბრა.

ღონისძიებაში მონაწილეობდა „თეგეტა ჰოლდინგის“ ტექნოლოგიების მთავარი ოფიცერი, ბექა ციცქიშვილი, რომელმაც დამსწრეებს კომპანიის ციფრული ტრანსფორმაციის გზა და მომავლის ხედვა გააცნო. პრეზენტაცია შეეხო იმ ცვლილებებს, რომლებიც „თეგეტას“ ხელოვნური ინტელექტის, მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებებისა და პარტნიორული ინოვაციების მიმართულებით უკვე სისრულეში მოჰყავს.