მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 30 ივლისი, 2026 | 23:23
სწრაფი სიახლე
ტექნოლოგიები

Exclusive: სალიტა ჩუბინიძე ეკრანზე ბრუნდება

Prime Time 30 ივლისი, 2026 · 22:11 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 2

იუმორისტი, სატელევიზიო პროექტ „ჩვენი შოუს“ მონაწილე სალიტა ჩუბინიძე ეკრანზე გამოჩენისთანვე ქართულმა საზოგადოებამ განსაკუთრებულად გამოარჩია და შეიყვარა. ინტერნეტ სივრცეში მისი მონაწილეობით გავრცელებულ ეპიზოდებს დღემდე დიდი გამოხმაურება აქვს.

„პრაიმ ტაიმმა“ სალიტა ჩუბინიძე ჩაწერა, სადაც ექსკლუზიურად გვითხრა, რომ ეკრანზე ბრუნდება:

„12 წელზე მეტია, რაც არსად არ ვჩანდი, ყოველ ვიდეოს, რომელიც იდებოდა, ჰქონდა უსაზღვროდ დიდი და პოზიტიური გამოხმაურება, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ!

შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ამგვარმა გამოხმაურებამ განაპირობა, რომ დავბრუნდე ეკრანზე – ჩვენ ახლა ვიწყებთ ახალ სატელევიზიო პროექტს, რომელიც იქნება მუსიკალური და იუმორისტული და ქართული სატელევიზიო სივრცისთვის კი სრულიად ახალი“, – ამბობს სალიტა.

„პრაიმ ტაიმი“ სალიტა ჩუბინიძესთან ექსკლუზიურ ინტერვიუს გთავაზობთ.