აშშ-ის ცენტრალური სარდლობა – აშშ-ის ძალები ირანს პასუხს აგებინებენ გაუმართლებელი აგრესიისთვის, რომელიც საფრთხეს უქმნის უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლეს

ირანმა ბოლო კვირაში შვიდ კომერციულ გემზე დარტყმით მშვიდობიანი მოსახლეობა მიზანში ამოიღო, რის შედეგადაც ეკიპაჟის ათამდე წევრი დაიღუპა, დაიკარგა ან დაშავდა, – ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაურმა, ადმირალმა ბრედ კუპერმა განაცხადა.
„ბოლო შვიდი დღის განმავლობაში ირანმა მშვიდობიანი მოსახლეობა რეგიონის მასშტაბით მიზანში განზრახ ამოიღო – თავდასხმა განახორციელა შვიდ კომერციულ გემზე, რის შედეგადაც სამოქალაქო ეკიპაჟის ათამდე წევრი დაიღუპა, დაიკარგა ან დაშავდა“, – აღნიშნულია კუპერის განცხადებაში.
მისივე თქმით, ირანმა ასევე მეზობელი სპარსეთის ყურის ქვეყნების მიმართულებით ათობით რაკეტა და დრონი გაუშვა. „ირანულმა ძალებმა ასევე მეზობელი სპარსეთის ყურის ქვეყნების მიმართულებით ათობით რაკეტა და დრონი გაუშვეს.
აშშ-ის ძალები ირანს პასუხს აგებინებენ ამ გაუმართლებელი აგრესიისთვის, რომელიც კვლავაც საფრთხეს უქმნის უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლეს“, – აღნიშნა კუპერმა.
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაურმა ეს განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ მომავალ კვირას ირანის ინფრასტრუქტურას, მათ შორის ხიდებსა და ელექტროსადგურებს დაარტყამს, თუ თეირანი მოლაპარაკებების მაგიდას არ დაუბრუნდება.