მთავარი კონტენტი
ოთხშაბათი, 12 აგვისტო, 2026 | 15:37
სწრაფი სიახლე
მსოფლიო

აშშ-მა ოფიციალურად გააუქმა დირექტივა, რომელიც სამთავრობო მოწყობილობებზე TikTok-ის გამოყენებას კრძალავდა

Prime Time 12 აგვისტო, 2026 · 14:20 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 4

აშშ-ის მთავრობამ ოფიციალურად გააუქმა 2023 წლის დირექტივა, რომელიც სამთავრობო მოწყობილობებზე სოციალური მედიის პლატფორმა TikTok-ის გამოყენებას კრძალავდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბლუმბერგი“ ავრცელებს.

როგორც „ბლუმბერგი“ წერს, სამთავრობო მოწყობილობებში აპლიკაციის ჩამოტვირთვა და გამოყენება იმ მიზეზით იყო შეზღუდული, რომ მაშინ ჩინურ საკუთრებაში არსებული პლატფორმა TikTok-ი ეროვნული უსაფრთხოების საფრთხეს წარმოადგენდა და მომხმარებლებისგან ინფორმაციას აგროვებდა.

აშშ-ის მენეჯმენტისა და ბიუჯეტის ოფისის განცხადებით, აპლიკაციის ამჟამინდელი ვერსია, რომელიც შტატებში გამოყენება, ამერიკელების საკუთრებაა და ის აშშ-ის საფრთხეს აღარ წარმოადგენს.

ცნობისთვის, TikTok-ის მფლობელი ჩინეთში დაფუძნებული კომპანია ByteDance-ია, თუმცა 2026 წლის იანვრიდან მისი აშშ-ის ოპერაციები 80.1%-ით ამერიკულ და სხვა საერთაშორისო ინვესტორებს ეკუთვნის, ხოლო ByteDance-ს 19.9%-იანი წილი დარჩა.