მთავარი კონტენტი
პარასკევი, 31 ივლისი, 2026 | 21:30
სწრაფი სიახლე
მსოფლიო

აშშ მხარში უდგას ესპანელ ხალხსა და ყველა ევროპელს, მათი სუვერენიტეტისა და ადამიანის უფლებების ამ უხეში დარღვევის წინააღმდეგ – სახელმწიფო დეპარტამენტი

Prime Time 31 ივლისი, 2026 · 20:24 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

ამერიკის შეერთებული შტატები მხარში უდგას ესპანელ ხალხსა და ყველა ევროპელს, მათი სუვერენიტეტისა და ადამიანის უფლებების ამ უხეში დარღვევის წინააღმდეგ – ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

ინფორმაციაში ასევე ვკითხულობთ, რომ აშშ განიხილავს ზომებს, რათა დაიცვას ამერიკელები როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ:

“ეს მიუღებელი ინციდენტი ესპანეთის მთავრობის იმ მიზანმიმართული ძალისხმევის პირდაპირი შედეგია, რომელიც ევროპაში მასობრივი არალეგალური მიგრაციის დაშვებასა და ხელშეწყობას ემსახურება.

ჩვენ განვიხილავთ ზომებს, რათა დავიცვათ ამერიკელები როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ ამ საფრთხისგან, და მზად ვართ, დავეხმაროთ სხვა ევროპელ მოკავშირეებსაც, რომლებიც მსგავს ნაბიჯებს განიხილავენ,” – აღნიშნულია განცხადებაში.