ბელგოროდზე უკრაინული დრონების თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა

რუსეთის ბელგოროდის ოლქში უკრაინული დრონების იერიშის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ხოლო რამდენიმე დაშავდა, – ამის შესახებ რუსეთის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ.
მათი ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და ინფრასტრუქტურის ობიექტები.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ღამის განმავლობაში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში უკრაინული დრონების მასშტაბური შეტევა განხორციელდა და საჰაერო თავდაცვის სისტემებმა არაერთი უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.
კომენტარები
კომენტარი