მთავარი კონტენტი
შაბათი, 25 ივლისი, 2026 | 15:14
სწრაფი სიახლე
მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი – ვფიქრობ, პრეზიდენტმა ტრამპმა ჩემი ნდობა დაიწყო – გაიგო რეალურად ვის არ სურს ომის დასრულება

IPN.ge 25 ივლისი, 2026 · 00:43 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 2

პრეზიდენტმა ტრამპმა რეალურად გაიგო, ვის არ სურს ომის დასრულება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელ ულტრამემარჯვენე ბლოგერთან, ლორა ლუმერთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა გაიგო, რომ უკრაინას მშვიდობა სურს.

“პრეზიდენტმა [ტრამპმა] გაიგო რეალურად ვის არ სურს ომის დასრულება. პირიქითაც კი. მან გაიგო, რომ ჩვენ პუტინის გაჩერება გვინდა, გაიგო, რომ ნამდვილად გვსურს მშვიდობა. ვინაიდან, ადრე ხმები ისმოდა, რომ უკრაინას გაჩერება არ უნდა”, – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ ასევე, აღნიშნა, რომ უკრაინას, რა თქმა უნდა, გამარჯვება სურს.

“მაგრამ უპირველეს ყოვლისა ადამიანების სიცოცხლეებზე ვართ ფოკუსირებული. თუ ხვალ შევძლებთ ომის გაჩერებას, დაზავების მიღწევას, ეს უკეთესია, ვიდრე 10-20 წელი გამარჯვებისთვის ბრძოლა და ჩვენი ხალხის დაკარგვა. დაზავება საუკეთესო ალტერნატივაა…

ვფიქრობ, პრეზიდენტმა ტრამპმა ჩემი ნდობა დაიწყო და ეს საკვანძო მომენტია, თუ ტონის ცვლილებაზე ვისაუბრებთ”, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ტრამპთან მისი ურთიერთობების გარდამტეხი მომენტი ვატიკანში მოკლე შეხვედრა გახდა, რომელიც 2025 აპრილს წმინდა პეტრეს ბაზილიკაში გაიმართა.