მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 13 აგვისტო, 2026 | 00:34
სწრაფი სიახლე
მსოფლიო

ზელენსკი: პუტინს უკრაინის წინააღმდეგ ომის შეჩერება არ სურს, თუმცა ის იძულებული იქნება ეს გააკეთოს – ამის მისაღწევად შემუშავებულია გეგმა

Prime Time 12 აგვისტო, 2026 · 22:27 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 2

რუსეთის ლიდერს, ვლადიმირ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ ომის შეჩერება არ სურს, თუმცა ის იძულებული იქნება ეს გააკეთოს – ამის მისაღწევად შემუშავებულია გეგმა, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ახალგაზრდობის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

ზელენსკის თქმით, ყველა საჭირო ნაბიჯი საგულდაგულოდ არის გათვლილი.

„ჩვენ გვესმის, რა უნდა გავაკეთოთ. ეს არის ჩვენს პარტნიორებთან ერთად შემუშავებული ერთობლივი გეგმა იმისა, თუ როგორ მოვახდინოთ მასზე [პუტინზე] ზეწოლა“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ზელენსკის თქმით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ფრონტის ხაზი ნებისმიერ პირობებში უნდა შეინარჩუნონ.

„ეს პრეზიდენტს საშუალებას აძლევს, მტერთან ძლიერი დიალოგი აწარმოოს“, – განაცხადა მან.