ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, ქუვეითში, ბაჰრეინსა და იორდანიაში აშშ-ის სამხედრო ინფრასტრუქტურას დაარტყეს

ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, ქუვეითში, ბაჰრეინსა და იორდანიაში აშშ-ის სამხედრო ინფრასტრუქტურას დაარტყეს.
ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი აცხადებს, რომ აშშ-ის მიერ განხორციელებული დარტყმების მორიგი ტალღისა და ირანის პორტების ბლოკადის საპასუხოდ რეგიონში რაკეტებითა და დრონებით იერიშები განახორციელეს.
მათი ცნობით, ქუვეითში, მინა აბდულას რეგიონში მდებარე აშშ-ის შეიარაღებული ძალების ტექნიკური მხარდაჭერის ცენტრს დაარტყეს.
ასევე, ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის თქმით, ბაჰრეინში, აშშ-ის მეხუთე ფლოტის სამეთაურო ცენტრზე, საწყობებსა და საწვავის საცავებზე თავდასხმა განახორციელეს.
ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, იერიშები განახორციელეს იორდანიაში, ალ-აზრაკის ავიაბაზაზე მდებარე აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე. მათი თქმით, ბაზაზე ამერიკული MQ-9-ის ტიპის დრონები გაანადგურეს.