მსოფლიო ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრების მარცხის შემდეგ საფრანგეთში 160 ადამიანზე მეტი დააკავეს

საფრანგეთში მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში საფეხბურთო ნაკრების მარცხის შემდეგ პოლიციასა და აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა. არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც აქტივისტებმა პოლიციას პიროტექნიკით ესროლეს და ქუჩაში ნაგვის ურნებს ცეცხლი წაუკიდეს.
მედიის ცნობით, პარიზსა და ლიონში დაკავებულია 160 ადამიანზე მეტი.