მთავარი კონტენტი
სამშაბათი, 11 აგვისტო, 2026 | 19:31
სწრაფი სიახლე
მსოფლიო

მამუკა მდინარაძე – შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ყველა არის აგენტი, მაგრამ ყველაფერი აგენტურული მოქმედების შედეგია – აგენტები გვყავს პოლიტიკაში და მათმა მიმდევრებმა არც კი იციან, რატომ მოქმედებენ

IPN.ge 11 აგვისტო, 2026 · 18:11 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 4

მართლა შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ყველა არის აგენტი, ყველამ სადღაც ხელი მოაწერა, მაგრამ აგენტურული მოქმედების შედეგია ყველაფერი. აგენტები ჩვენ გვყავს პოლიტიკაში და ამ პოლიტიკოსების მიმდევრები არიან ის ადამიანები, რომლებმაც არც კი იციან, რატომ აკეთებენ ამას, – ამის შესახებ რეგიონული განვითარების მინისტრმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, ის დარწმუნებულია, რომ ადამიანების უმეტესობამ არც კი იცის, რომ ისინი „იმ ადამიანების მიმდევრები არიან, რომლებიც დავალებას ასრულებენ“.

„ჩვენ საუბარი გვაქვს ადამიანებზე, რომლებიც საკუთარი სამშობლოს ოკუპაციაზე და ხალხის დახოცვაზე არ გაბრაზდა და გაბრაზდა სხვისი სამშობლოს ოკუპაციაზე და სხვისი სამშობლოს თავდასხმაზე. ეს რამდენად ხელოვნურია და რამდენად დავალების შემადგენელი ნაწილია, აქედან გამომდინარეობს. მართლა შეიძლება ამ ხალხის შეცოდება ერთადერთი, მთავარი მიზეზის გამო – ისინი ამ შემთხვევაში ასრულებენ დავალებას…

მას [სააკაშვილს] სათქმელი არაფერი აქვს იმ ხალხთან, ვინც მან თავისი ქმედებით გაწირა… აქ მთავარი მათი პასუხები კი არ არის, აქ არის მთავარი, რიტორიკული, მორალური, როგორიც გნებავთ, ამ კითხვას დავარქვათ სახელი და დავასათაუროთ, ისინი რატომ დადიოდნენ რუსეთში, ოკუპანტ ქვეყანაში, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ და ეს პრობლემა არ იყო მათთვის და რატომ გაბრაზდნენ მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ამის პასუხი, თუკი, რიტორიკას მოვაშორებთ და რიტორიკულ კითხვას არ დავარქმევთ, არის ერთადერთი, ისინი ასრულებდნენ დავალებას. ამ შემთხვევაში, თქვენ დაასახელეთ ნიკოლოზ რაჭველი და ხელოვნების სხვა წარმომადგენლები, ნიჭიერი ხალხი სხვათა შორის. დარწმუნებული ვარ, მათმა უმრავლესობამ არც კი იცის, რომ ისინი იმ ადამიანების მიმდევრები არიან, რომლებიც დავალებას ასრულებენ. მართლა შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ყველა არის აგენტი, ყველამ სადღაც ხელი მოაწერა, მაგრამ აგენტურული მოქმედების შედეგია ეს ყველაფერი. აგენტები ჩვენ გვყავს პოლიტიკაში და ამ პოლიტიკოსების მიმდევრები ბევრნი არიან ის ადამიანები, რომლებმაც არც კი იციან, რატომ აკეთებენ ამას. ის ძალიან ნიჭიერია ერთი მიმართულებით, ხელოვნებაში, ერთი ადამიანი, მეორე, მესამე და თვითონაც კი ვერ აცნობიერებენ, უკაცრავად ამ ჟარგონისთვის, როგორ „ააგდეს“, მაშინ როცა 2008 წელის, საკუთარი სამშობლოს ოკუპაციის შემდეგ უმღეროდნენ ოკუპანტებს და დღეს არიან გაბრაზებულები და რუსეთი ეზიზღებათ, მაშინ არ ეზიზღებოდათ. ეს არის მთავარი, რაც მათ დამართა მათმა ლიდერმა სააკაშვილმა და სხვა იმ ადამიანებმა, რომლებიც დავალებებს სხვა ქვეყნებიდან იღებდნენ“, – განაცხადა მდინარაძემ.