მთავარი კონტენტი
სამშაბათი, 18 აგვისტო, 2026 | 15:59
სწრაფი სიახლე
მსოფლიო

მედია – მოსკოვზე დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა – 5 000 ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

IPN.ge 18 აგვისტო, 2026 · 15:20 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 8

მოსკოვის ოლქის გუბერნატორის ანდრეი ვორობიოვის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი, მათ შორის ათი წლის გოგონა, დაშავდა, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

გუბერნატორმა განმარტა, რომ დრონი ბოგოროდსკის ურბანულ რაიონში Wildberries-ის საწყობს მოხვდა, რამაც ხანძარი გამოიწვია. წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.

რუსული მედიის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად რეგიონში 5 000 ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

რუსული მხარის ინფორმაციით, წუხელ რუსეთის თავზე 791 უკრაინული დრონი გაანეიტრალეს, რომელთაგან 620 მოსკოვისკენ მიემართებოდა.