უკრაინული მედია – რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად, ხარკოვის ოლქში 10 ადამიანი დაიღუპა

რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად, ხარკოვის ოლქში 10 ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა ხარკოვის ოლქში დაბა პეჩენეგს დაარტყეს.
ხარკოვის საოლქო-სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, თავდასხმის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა.
ასევე, სინეგუბოვის ცნობით, სარაკეტო დარტყმის შედეგად კერძო სახლები, კაფე, ფოსტის შენობა, მაღაზია და ავტომობილები დაზიანდა.