ნეთანიაჰუმ ტრამპს განუცხადა, რომ სირიის ბუფერული ზონიდან ჯარების გაყვანას არ აპირებს

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს განუცხადა, რომ ისრაელის ხელისუფლება სირიის ბუფერული ზონიდან ჯარებს იქამდე არ გაიყვანს, სანამ იქ „ჯიჰადისტური დაჯგუფებების“ საფრთხე დარჩება, – ამის შესახებ გამოცემა Axios-ი ისრაელის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იუწყება.
ტრამპი და ნეთანიაჰუ სამშაბათს თეთრ სახლში შეხვდნენ. თეთრი სახლის პრესსამსახურმა მოგვიანებით აღნიშნა, რომ შეხვედრა პოზიტიური და პროდუქტიული იყო.
„ნეთანიაჰუმ ტრამპს განუცხადა, რომ ისრაელი იქამდე დარჩება სამხრეთ სირიის ბუფერულ ზონაში, სანამ იქ „ჯიჰადისტური ჯგუფები“ საფრთხეს წარმოადგენენ“, – წერს გამოცემა.
კომენტარები
კომენტარი