მთავარი კონტენტი
ოთხშაბათი, 12 აგვისტო, 2026 | 03:24
სწრაფი სიახლე
მსოფლიო

რაინის წყლის დონის შემცირებამ, გერმანიის ქალაქ კიოლნში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბი გამოაჩინა

Kvira.ge 7 აგვისტო, 2026 · 00:00 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 4

გერმანიის ქალაქ კიოლნში, მდინარე რაინის წყლის დონის მკვეთრი შემცირების შედეგად, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი 500 კილოგრამიანი ბომბი აღმოაჩინეს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საბრძოლო მასალა მდინარის იმ მონაკვეთში გამოჩნდა, რომელიც წყლის დონის დაცემის გამო ხილული გახდა.

აღმოჩენილი ბომბი ამერიკული წარმოებისაა და მეორე მსოფლიო ომის პერიოდს მიეკუთვნება.

სპეციალისტებმა ტერიტორია შეამოწმეს და უსაფრთხოების ზომები მიიღეს.

მედიის თანახმად, გერმანიაში, განსაკუთრებით მსხვილ ქალაქებში, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი აუფეთქებელი ბომბების აღმოჩენა დღემდე ხშირი მოვლენაა.

კომენტარები

კომენტარი