რუსებმა ხარკოვს და ოდესას დაარტყეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები – რა ინფორმაციას ავრცელებს ხარკოვის მერი?

რუსულმა ძალებმა დღეს დილით უკრაინის ქალაქ ხარკოვის სალტივსკის რაიონს დაარტყეს, რამაც მრავალსართულიან შენობებს დააზიანა და მსხვერპლი გამოიწვია, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ხარკოვის საოლქო-სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.
ხარკოვის მერმა იგორ ტერეხოვმა განაცხადა, რომ ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაშავებულია 12 ადამიანი.
ამასთან, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ოდესაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც ექვსი ადამიანი დაშავდა.
გარდა ამისა, თავდასხმის შედეგად ქალაქის რამდენიმე უბანში საცხოვრებელი შენობები დაზიანდა და ავტომობილები დაიწვა.