მთავარი კონტენტი
პარასკევი, 31 ივლისი, 2026 | 20:34
სწრაფი სიახლე
მსოფლიო

სასტუმრო „ინდიგოს“ მენეჯერი : სასტუმრომ ივლისის თვეში ფაქტობრივად პიკურ, 85%-იან დატვირთულობას მიაღწია – ევროპელი ტურისტებისთვის საქართველო სულ უფრო მიმზიდველი მიმართულება ხდება, რაც ქვეყანაში მაღალშემოსავლიანი ტურიზმის განვითარებას ხელს უწყობს

Prime Time 31 ივლისი, 2026 · 15:22 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 7

ბათუმში მდებარე საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო „ინდიგო“ ზაფხულის პირველ ტურისტულ სეზონს მაღალი დატვირთვით ხვდება.

სასტუმროს აღმასრულებელი მენეჯმენტის წარმომადგენლის მაია მახათაძის განცხადებით, 2025 წლის დეკემბერში გახსნილი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო ყოველთვიურ ზრდას აჩვენებს და ივლისში 85%-ზე მეტ დატვირთვას მიაღწია. მომდევნო თვეების ჯავშნების მნიშვნელოვანი ნაწილიც უკვე მიღებულია, რაც სეზონის წარმატებით გაგრძელების მოლოდინს ქმნის.

„სასტუმრო „ინდიგოსთვის“ ეს გახლავთ პირველი წლის ციკლი. თითოეული თვე არის წინაზე უკეთესი და ივლისის თვეში ფაქტობრივად პიკურ, 85%-იან დატვირთულობას მიაღწია, რაც, ახალგახსნილი სასტუმროსთვის, ნამდვილად სასურველი შედეგია. ამასთან, ძალიან კარგი დინამიკა გვაქვს წინასწარი ჯავშნების ნაწილშიც: აგვისტოსა და სექტემბერ-ოქტომბრის ჯავშნების მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე მიღებული გვაქვს. საკმაოდ საინტერესო სეგმენტს მასპინძლობს ჩვენი სასტუმრო. მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტები სხვადასხვა ქვეყნიდან გვაქვს, როგორიც არის სპარსეთის ყურის ქვეყნები, ასევე ბრიტანეთიდან სტუმრები. ცენტრალური ევროპაც ძალიან საინტერესო მიმართულებად ჩამოყალიბდა ჩვენთვის. საერთოდ, ევროპელი ტურისტებისთვის საქართველო სულ უფრო მიმზიდველი მიმართულება ხდება, რაც ქვეყანაში მაღალშემოსავლიანი ტურიზმის განვითარებას ხელს უწყობს.”  – აღნიშნავს მაია მახათაძე.