მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 30 ივლისი, 2026 | 16:50
სწრაფი სიახლე
მსოფლიო

„საქსტატი“ – 2026 წლის II კვარტალში საქართველოში საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 1.7 მილიონი შემოსვლა დაფიქსირდა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 4.9%-ით ნაკლებია – ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა რუსეთიდან დაფიქსირდა

IPN.ge 30 ივლისი, 2026 · 15:54 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

2026 წლის II კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 1.7 მილიონი შემოსვლა დაფიქსირდა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 4.9%-ით ნაკლებია. საქართველოში შემოსულთა უდიდესი ნაწილი, 43.8%, 31-50 წლის მოგზაურები არიან. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

„საქსტატის“ ცნობით, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 1.5 მილიონი შეადგინა, რაც 2025 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 4.5%-ით ნაკლებია.

2026 წლის II კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 1.3 მილიონს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 5.2 პროცენტით ნაკლებია.

„საანგარიშო პერიოდში, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 1.2 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 2.7 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

საერთაშორისო ვიზიტორების 81.5 პროცენტი მხოლოდ ტურისტები იყვნენ. მხოლოდ ექსკურსანტების წილმა 14.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 3.8 პროცენტი იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი.

2026 წლის II კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 328.9 ათასი, რუსეთის ფედერაციიდან დაფიქსირდა, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 25.1 პროცენტს შეადგენდა.

მეორე ადგილზე იყო თურქეთი 16.9%-იანი წილით, ხოლო მესამეზე – სომხეთი 10.8%-იანი წილით.

ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა განხორციელდა რუსეთის ფედერაციის (380.1 ათასი), თურქეთისა (287.0 ათასი) და სომხეთის (199.6 ათასი) მოქალაქეების მიერ.

ვიზიტორების უმრავლესობა (45.6 პროცენტი) მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას, ქალების რაოდენობა კი ვიზიტორების მთლიანი რაოდენობის 42.9 პროცენტს შეადგენდა.

2026 წლის II კვარტალში ვიზიტების ყველაზე დიდი ნაწილი (49.6 პროცენტი) განხორციელდა დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით.

ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თბილისსა და აჭარის ა/რ-ში, შესაბამისად, 875.5 ათასი და 621.3 ათასი ვიზიტი.

2026 წლის II კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 5.48 ღამე შეადგინა, რაც 2025 წლის II კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (5.30 ღამე) 3.5 პროცენტით მეტია. განხორციელებული ვიზიტების 81.8 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.

2026 წლის II კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 3.0 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 13.3 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2025 წლის II კვარტალთან შედარებით 9.2 პროცენტით შემცირდა და 1 922.1 ლარი შეადგინა“.- ნათქვამია ინფორმაციაში.