მთავარი კონტენტი
შაბათი, 25 ივლისი, 2026 | 01:16
სწრაფი სიახლე
მსოფლიო

სტივენ ჯერმი: ვხედავთ, რომ ევროპასა და რუსეთს შორის ომის შანსები მზარდია

Prime Time 24 ივლისი, 2026 · 21:12 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 4

დიდი ბრიტანეთის სამეფო სამხედრო-საზღვაო ძალების ექს-კომოდორმა, სტივენ ჯერმა, გადაცემაში „თბილისის დროით“ რუსეთ- უკრაინის“ ომზე ისაუბრა. მას გადაცემის წამყვანმა ჰკითხა, რამდენად ეთანხმება მოცემულობას, რომ რუსეთთან ომის თავიდან აცილება შეუძლებელია უკრაინაის მხარდაჭერის ფონზე, რაზეც ჯერმა განაცხადა „არამგონია. რომ ამ ომის თავიდან აცილება შეუძლებელია, მაგრამ ვხედავთ რომ ევროპასა და რუსეთს შორის ომის შანსები მზარდია“.

„ეს შემაშფოთებელია სწორედ იმ შესაძლო შედეგებით, რომელიც ამ ომს მოჰყვება, როგორც ეს სტატიაში მაქვს აღწერილი. ეს რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული, პირველი კი გახლავთ თუ რამდენად შეძლებს კრემლი წინსვლას უკრაინაში საკუთარი მიზნების აღსრულებისკენ. რუსეთის მიზანი კი ახლა უკრაინული არმიის გამოფიტვის მაგიერ, ტერიტორიების აღებისკენაა მიმართული, იმ ტერიტორიების, რომელთა ხელში ჩაგდებაც რუსულ მხარეს აუცილებლად მიაჩნია საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. მეორე ფაქტორი კი არის თუ რამდენად შეძლებენ ევროპელები უკრაინის ფინანსურ მხარდაჭერას. ეს შეკითხვა ეხება პირველ რიგში იმ 90-მილიარდიან სესხს, რომელსაც ჩემი აზრით უკრაინა ვერასოდეს დაფარავს. საინტერესოა ასევე ევროპელები თუ არიან მზად გააგზავნონ ფული უკრაინაში, რომელსაც ვერასოდეს დაიბრუნებენ – სწორედ შენ ხარ ეკონომიკის მკვლევარი.

მესამე მოცემულობა კი არის მომავალი ეკონომიკური კრიზისი, რომელიც სწორედ ევროპელებს ელით სწორედ რუსული ენერგო რესურსების მოკვეთის შედეგად. ჰორმუზის სრუტეში არსებული ვითარებაც გასათვალისწინებელია. შედეგად გველის რეცესია, გამიკვირდება რეცესია შემოდგომაზე თუ არ დადგება. შემდეგი წლის ზაფხულში კი სრულფასოვანი რეცესია გველის.

მიმაჩნია, რომ დიდი კითხვის ნიშნებია წინ, პოლიტიკური შეკითხვები, იმასთან დაკავშირებით მზად არიან თუ არა ევროპელები ეს გზა განაგრძონ. ბოლო ფაქტორი კი გახლავთ თუ რამდენად არის ბრიტანეთი, გერმანია და საფრანგეთი მზად განაგრძონ რუსეთის სტრატეგიული დაბომბვა უკრაინიდან. თუკი ახლა 250 კილოგრამიან ქობინებზეა საუბარი, არ გამიკვირდება თუ რუსები ადრე თუ გვიან პასუხს გასცემენ ამ ყველაფერს. ეს კი რისი მომტანი იქნება არავინ უწყის“, – აღნიშნა სტივენ ჯერმა.