მთავარი კონტენტი
Tuesday, 14 July, 2026 | 01:12
სწრაფი სიახლე
მსოფლიო

ტრამპი: ამ მომენტიდან აშშ იქნება ცნობილი, როგორც „ჰორმუზის სრუტის მცველი“, მაგრამ როგორც ასეთი, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, მას აუნაზღაურდება გადაზიდული ტვირთის 20%-ის ოდენობით ყველა ის ხარჯი, რაც აუცილებელია მსოფლიოს ამ მეტად არასტაბილურ მონაკვეთში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად

Prime Time July 13, 2026 9:03 pm ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 2

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის აღადგენს ირანული გემების ბლოკადას ჰორმუზის სრუტეში და დააკისრებს საფასურს სხვა ნებისმიერ გემს, რომელიც აღნიშნულ სრუტეში გაივლის.

„ჰორმუზის სრუტე ღიაა და დარჩება ღიად, ირანთან ერთად ან მის გარეშე. ჩვენ აღვადგენთ ირანის ბლოკადას, რომელსაც ასე იმიტომ ვუწოდებთ, რომ ის მხოლოდ ირანის გემებს ან მათ კლიენტებს უშლის ხელს შესვლასა თუ გამოსვლაში. ყველა სხვა ქვეყანას ექნება სრუტის სამართლიანი და თავისუფალი გამოყენების შესაძლებლობა“, – დაწერა მან სოციალურ ქსელ Truth Social-ში.

ტრამპმა გაიმეორა, რომ აშშ იქნება ჰორმუზის სრუტის „მცველი“ და დააკისრებს კომერციულ გადამზიდავებს მათი ტვირთის ღირებულების 20%-ს, რათა აშშ-ს აუნაზღაურდეს სრუტის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ხარჯები.

„ამ მომენტიდან აშშ იქნება ცნობილი, როგორც „ჰორმუზის სრუტის მცველი“, მაგრამ როგორც ასეთი, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, მას აუნაზღაურდება გადაზიდული ტვირთის 20%-ის ოდენობით ყველა ის ხარჯი, რაც აუცილებელია მსოფლიოს ამ მეტად არასტაბილურ მონაკვეთში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა მან.