მთავარი კონტენტი
ოთხშაბათი, 12 აგვისტო, 2026 | 03:20
სწრაფი სიახლე
მსოფლიო

ტრამპი ირანისგან კომპენსაციას ითხოვს

Kvira.ge 10 აგვისტო, 2026 · 00:00 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 2

ირანისგან კომპენსაციას ვითხოვ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„ვხედავ, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის წარმომადგენლები კომპენსაციას ითხოვენ იმ ზიანისთვის, რომელიც მიადგათ ხუთთვიანი სამხედრო კონფლიქტის დროს (რომელიც იმიტომ დაიწყო, რომ მათ ბირთვული იარაღი არ ექნებათ!), მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვენთან არცერთ მოლაპარაკებებსა და შეხვედრაზე ნახსენები არ ყოფილა! თუმცა, ეს საინტერესო იდეაა, რადგან ახლა მე მოვითხოვ ირანისგან კომპენსაციას იმ ყველა ადამიანისთვის, რომლებიც მათ თავიანთი ნაღმებითა თუ მრავალი კონფლიქტით მოკლეს და მძიმედ დაჭრეს“, – წერს ტრამპი Truth Social-ზე.

მისი თქმით, თქმით, ირანმა კომპენსაცია დაღუპული უდანაშაულო დემონსტრანტების ოჯახებსაც უნდა გადაუხადოს.

„კომპენსაცია უნდა გადაეხადათ ასობით ათასი უდანაშაულო მომიტინგის ოჯახებისთვის, რომლებიც ირანმა ბოლო 50 წლის განმავლობაში მოკლა, რომ აღარაფერი ვთქვათ ბოლო ხუთი თვის განმავლობაში დაღუპულ 52 000-ზე. მე ჩემს წარმომადგენლებს დავავალე, რომ ეს საკითხი შემდეგი მოლაპარაკებებისთვის მტკიცედ გაითვალისწინონ“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი