უკრაინის გენშტაბი: რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ივლისში 8000-ზე მეტი მართვადი ბომბი გამოიყენა

2026 წლის ივლისში რუსეთის არმიამ საბრძოლო ხაზის გასწვრივ საჰაერო ტერორი გააძლიერა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური შტაბი ავრცელებს.
მათივე ცნობით, გასული თვე საბრძოლო მოქმედებების მაღალი ინტენსივობითაც გამოირჩეოდა.
როგორც უკრაინის გენერალური შტაბი იტყობინება, ივლისში რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 8000-ზე მეტი საავიაციო მართვადი ბომბი გამოიყენა.
„ზაფხულის მეორე თვის განმავლობაში რუსეთის არმიამ გამოიყენა 8300 საავიაციო ბომბი, რომლებიც აღჭურვილი იყო უნივერსალური დაგეგმვისა და კორექტირების მოდულებით. ივლისში ფრონტზე ბრძოლები მაღალი ინტენსივობით გაგრძელდა. გასულ თვეში 7 922 საბრძოლო შეტაკება დაფიქსირდა“, – ნათქვამია უკრაინული მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კომენტარები
კომენტარი