მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 20 აგვისტო, 2026 | 15:08
სწრაფი სიახლე
მსოფლიო

უკრაინული მედია – რუსების მიერ კიევზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა

IPN.ge 20 აგვისტო, 2026 · 14:12 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

რუსების მიერ კიევზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით, რუსული ძალების მიერ უკრაინის დედაქალაქზე დარტყმების შედეგად, სულ მცირე, 12 ადამიანი დაიღუპა და 34 დაშავდა.

შეგახსენებთ, 20 აგვისტოს ღამეს რუსებმა კიევს ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს. თავდასხმის შედეგად კიევში საცხოვრებელი შენობები, სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებები დაზიანდა.

უკრაინის დედაქალაქში 21 აგვისტო რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად გლოვის დღედ გამოცხადდა.