მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 30 ივლისი, 2026 | 13:18
სწრაფი სიახლე
მსოფლიო

„ჩვენი მიზანია, ვიპოვოთ გზა, საკუთარ მოედანზე არაკომფორტულად ვაგრძნობინოთ თავი“ – „ჟალგირისის“ მთავარი მწვრთნელი „დინამოზე“

Prime Time 30 ივლისი, 2026 · 12:14 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 2

ევროპის კონფერენს-ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში „ჟალგირის“ თბილისის „დინამოს“ უმასპინძლებს. მატჩის წინ, ლიეტუვური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ანდრიუს სკერლამ კომენტარი გააკეთა.

„არ ველოდით, რომ თბილისში 0:3 წავაგებდით, მაგრამ წინ კიდევ ერთი მატჩია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მეტოქეს ძალიან კარგი ფეხბურთელები ჰყავს. შესაძლოა, მათ იფიქრონ, რომ ყველაფერი უკვე დასრულებულია. ჩვენი მიზანია, ვიპოვოთ გზა, როგორ დავსაჯოთ ისინი და საკუთარ მოედანზე არაკომფორტულად ვაგრძნობინოთ თავი.

თორნიკე კვარაცხელიას საკუთარი შესაძლებლობების ძალიან სჯერა. მას არ ეშინია მეტოქეების წინააღმდეგ ინდივიდუალური თამაშის და თავისი ასაკისთვის გამორჩეული ფიზიკური მონაცემები აქვს. ამ ყველაფერზე ფეხბურთელებთან განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ, თუმცა თავადაც ნახეთ, რომ ორ მცველთან დაპირისპირებასაც კი არ ერიდება. მისი თითქმის ყველა მოძრაობა თავისი ძმის, ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს ჰგავს. როდესაც ბურთი აქვს, მუდმივად საფრთხეს ქმნის.

საპასუხო მატჩში მის წინააღმდეგ სხვაგვარად ვითამაშებთ და ამ პრობლემის გადაჭრას ვეცდებით. თუმცა მხოლოდ ის არ არის – „დინამოს“ შეტევაში სხვა ძლიერი ფეხბურთელებიც ჰყავს. ვილნიუსში „დინამო თბილისის“ დამარცხება ადვილი არ იქნება, მაგრამ საკუთარ მოედანზე ვთამაშობთ. თუ სწრაფად გავიტანთ, ეს ჩვენს გუნდს დამატებით თავდაჯერებასა და ენერგიას შემატებს“, – განაცხადა სკერლამ.

ცნობისთვის, მატჩი 30 ივლისს, თბილისის დროით 21:00-დან დაიწყება.