მთავარი კონტენტი
ორშაბათი, 3 აგვისტო, 2026 | 13:46
სწრაფი სიახლე
მსოფლიო

9 აგვისტოს დედამიწას 750-მეტრიანი ასტეროიდი უსაფრთხო მანძილზე ჩაუფრენს

Kvira.ge 3 აგვისტო, 2026 · 00:00 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 2

კვირას, 9 აგვისტოს, დედამიწას პოტენციურად საშიში ასტეროიდი 173561 ძალიან ახლოს ჩაუფრენს.

აშშ-ის ეროვნული აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ადმინისტრაციის (NASA) ცნობით, კოსმოსური ობიექტის სიგრძე 756 მეტრია.

ასტეროიდიდან დედამიწამდე მანძილი 5 მილიონ კილომეტრზე ოდნავ მეტი იქნება.

მეცნიერების აზრით, თუ ასტეროიდი დედამიწას 7,5 მილიონ კმ-ზე ნაკლები მანძილიდან მოუახლოვდება და მისი ზომა 150 მეტრს გადააჭარბებს, NASA მას „პოტენციურად საშიშ ობიექტად“ მიიჩნევს.

ამჟამად, NASA და სხვა საერთაშორისო კოსმოსური სააგენტოები აღნიშნავენ, რომ 173561 (2000 YV137) დედამიწისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარი