მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 23 ივლისი, 2026 | 00:17
სწრაფი სიახლე
მსოფლიო

Poti Pro 2026 საზეიმოდ დასრულდა!

Prime Time 22 ივლისი, 2026 · 18:59 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 10

ორი დღის განმავლობაში მალთაყვის „ოქროს ტბა“ საერთაშორისო წყალსათხილამურო სპორტის ცენტრად იქცა. ტურნირმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ პროფესიონალ და მოყვარულ სპორტსმენებს უმასპინძლა, ხოლო მაყურებელს დაუვიწყარი სპორტული ემოციები და სანახაობები შესთავაზა.

ტურნირი გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიით დასრულდა, რომელსაც Poti Pro-ისა და ევროპის ჩემპიონატის აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ გიორგაძე და Water Ski Broadcasting Company-ის კომენტატორი ტონი ლაითფუტი უძღვებოდნენ.

 Poti Pro 2026-ის წარმატებით დასრულების შემდეგ საერთაშორისო წყალსათხილამურო სეზონი ფოთში გრძელდება 24-26 ივლისს მალთაყვის „ოქროს ტბა“ ევროპისა და აფრიკის ღია ჩემპიონატს უმასპინძლებს.

გელოდებით!