მთავარი კონტენტი
ოთხშაბათი, 12 აგვისტო, 2026 | 23:10
სწრაფი სიახლე
მსოფლიო

The Hill: პენტაგონმა კონგრესს აცნობა, რომ გასულ წელს იემენში „ჰუსიტების“ წინააღმდეგ ამერიკული ავიადარტყმების შედეგად 153 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ხოლი 243 – დაშავდა

Prime Time 12 აგვისტო, 2026 · 21:30 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 6

პენტაგონმა კონგრესს აცნობა, რომ გასულ წელს იემენში „ჰუსიტების“ წინააღმდეგ ამერიკული ავიადარტყმების შედეგად 153 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ხოლი 243 – დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Hill ავრცელებს.

გასული წლის დასაწყისში წითელ ზღვაში კომერციულ გემებზე „ჰუსიტების“ თავდასხმების საპასუხოდ, პრეზიდენტმა ტრამპმა მარტში მეამბოხეების წინააღმდეგ ავიადარტყმების განხორციელების ნებართვა გასცა.

გამოცემა The Hill-ის მიერ მოპოვებულ 12-გვერდიან ანგარიშში, რომელიც სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტს გაეგზავნა, პენტაგონი აღნიშნავს, რომ იმ პერიოდში ჩატარებული სამი ოპერაცია „დიდი ალბათობით“ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ზიანის მიყენებით დასრულდა.

პირველი ასეთი ინციდენტი გასული წლის 6 აპრილს სანაში მოხდა – საცხოვრებელ სახლზე აშშ-ის იერიშს 5 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, კიდევ 25 კი დაშავდა.

მეორე იერიში იმავე წლის 17 აპრილს იემენის რას-ისას პორტზე განხორციელდა, რასაც 80 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, ხოლო 171- დაშავდა. გასული წლის ივნისში უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Human Rights Watch-მა განაცხადა, რომ ეს თავდასხმა ომის დანაშაულის მუხლით უნდა გამოძიებულიყო.

2025 წლის 28 აპრილს იემენში, საადის მახლობლად, „ჰუსიტების“ წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო ავიადარტყმების შედეგად 47 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 68 კი დაშავდა.

ანგარიშში პენტაგონი აცხადებს, რომ უწყება ამჟამად „ჰუსიტებზე“ განხორციელებულ ავიადარტყმებთან დაკავშირებულ 15 ინციდენტს სწავლობს.