მთავარი კონტენტი
ოთხშაბათი, 12 აგვისტო, 2026 | 23:32
სწრაფი სიახლე
მსოფლიო

ნოვოროსიისკზე თავდასხმის შედეგად ოთხი რუსული სამხედრო ხომალდი დაზიანდა – უკრაინის გენშტაბი

Prime Time 12 აგვისტო, 2026 · 22:26 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 6

ნოვოროსიისკზე ღამით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ოთხი რუსული სამხედრო ხომალდი დაზიანდა. ამის შესახებ განცხადებას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

განცხადების თანახმად, სხვადასხვა ხარისხით დაზიანდა ორი ფრეგატი – „ადმირალ მაკაროვი“ და „ადმირალ ესენი“, ასევე მცირე სარაკეტო ხომალდი „ბუიან-მ“ და 22160-ე პროექტის საპატრულო ხომალდი „ვასილი ბიკოვი“.

უსაფრთხოების სამსახურში დააზუსტეს, რომ ფრეგატები „ადმირალ ესენი“ და „ადმირალ მაკაროვი“ „კალიბრის“ ტიპის რაკეტების მატარებლები არიან. ასევე დაზიანდა 30Н6Е ტიპის რადარი, რომელიც S-300-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემის შემადგენლობაში შედის, ნოვოროსიისკის პორტის №2 ნავმისადგომზე განთავსებული მობილური საჰაერო თავდაცვის ჯგუფი, „გრუშოვას“ ნავთობბაზის გვირაბის შესასვლელი, რომელიც „შესხარისის“ ტერმინალს უკავშირდება, ასევე №3, №6 და №7 ნავმისადგომების ინფრასტრუქტურა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის ქალაქ ნოვოროსიისკში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.