მთავარი კონტენტი
Friday, 10 July, 2026 | 23:19
სწრაფი სიახლე
მსოფლიო

ირანი ტრამპის ლიკვიდაციას გეგმავს? – რა საიდუმლო სადაზვერვო ინფორმაცია მიაწოდა ისრაელმა ამერიკელებს

Ambebi.ge July 10, 2026 8:04 pm ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 2

გავრცელებული ინფორმაციით, ახლახან ისრაელმა აშშ-ს ის სადაზვერვო მონაცემები მიაწოდა, სადაც პრეზიდენტ ტრამპის მკვლელობასთან დაკავშირებულ ახალ ირანულ გეგმებზეა საუბარი.

მკვლელობის მორიგი მცდელობის შესახებ გამოცემა Wall Street Journal-ი წერს.

როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ეს გეგმა ირანის რეჟიმის მრავალწლიანი მუქარის გაგრძელებაა, რომელიც 2020 წელს აშშ-ის ძალების მიერ “ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ გენერლის, ყასემ სულეიმანის, ლიკვიდაციის გამო, ტრამპზე შურისძიებას ისახავს მიზნად.

კომენტარის თხოვნის საპასუხოდ, თეთრმა სახლმა “The Post“ -ი ტრამპის იმ განცხადებაზე გადაამისამართა, რომელიც მან ოთხშაბათს, ანკარაში, ნატოს სამიტზე გააკეთა.

“მათ სურთ აშშ-ის ლიდერის ანუ ჩემი თავიდან მოცილება, მე მათ ყველა შესაძლო სიაში ვწერივარ. დღეს დილით ვნახე, რომ მათ აბსოლუტურად ყველა სიაში ვარ. აქამდე, ვფიქრობ, ცოტათი მიმართლებდა, მაგრამ ეს შეიძლება დიდხანს არ გაგრძელდეს, ისინი ბოროტი, ავადმყოფი ადამიანები არიან, ჩვენ ეს კიბო ძირშივე უნდა აღმოვფხვრათ. იცით, როგორ უნდა მოიქცეთ? კიბო ადრეულ სტადიაზევე უნდა მოიკვეთოს. მე სწორედ ასე ვფიქრობ“. – განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა.

თურქეთში ტრამპი თავისი ახალი, კატარის მიერ ნაჩუქარი მდიდრული თვითმფრინავით ჩაფრინდა, თუმცა უკან “Air Force One“-ის (პრეზიდენტის ნომერ პირველი ბორტი) სხვა თვითმფრინავით დაბრუნდა. თეთრი სახლის განცხადებით, თვითმფრინავის შეცვლა მთავარსარდლის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სტრატეგიული მანევრს წარმოადგენდა.

ისრაელმა აშშ-ს ინფორმაცია ამ კვირის დასაწყისში მიაწოდა და CNN-ის ცნობით, ის ჯერ კიდევ გადამოწმების პროცესშია.

წყარო