მთავარი კონტენტი
Friday, 10 July, 2026 | 23:19
სწრაფი სიახლე
მსოფლიო

ტრამპმა New York Post-ს განუცხადა, რომ მან „დატოვა მითითებები“ იმ შემთხვევისთვის, თუ ირანი მის მკვლელობას მოახერხებს – „დაბომბეთ ისინი ისეთი მასშტაბით, როგორიც აქამდე არასდროს უნახავთ“

Prime Time July 10, 2026 8:17 pm ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პარასკევს გამოცემა New York Post-ს განუცხადა, რომ მან უკვე „დატოვა მითითებები“ იმ შემთხვევისთვის, თუ ირანი მის მკვლელობას მოახერხებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამაზე პასუხი ძალიან მკაცრი იქნება.

„მათ სიაში დიდი ხანია ვიმყოფები. სწორედ ამასთან გვაქვს საქმე“, – აღნიშნა ტრამპმა.

„ერთადერთი, რაც გავაკეთე, არის ის, რომ დავტოვე კონკრეტული მითითებები: თუ რამე მოხდება, ისინი ისეთი მასშტაბით უნდა დაიბომბონ, როგორიც აქამდე არასდროს უნახავთ“, – დასძინა მან.

როდესაც პრეზიდენტს ჰკითხეს გავრცელებულ ცნობებზე, რომ ისრაელმა აშშ-ის პრეზიდენტზე თავდასხმის გეგმის შესახებ გააფრთხილა, ტრამპმა მიანიშნა, რომ ირანის მხრიდან ახალი გეგმა არ არსებობს, თუმცა აღნიშნა, რომ თეირანს მისი მოკვლა წლებია სურს.