თეთრ სახლში დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა დასრულდა

თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
“ზელენსკიმ თეთრი სახლი დატოვა”, – წერს Reuters-ი და აღნიშნავს, რომ უკრაინის პრეზიდენტი შიგნით საათზე მეტხანს იმყოფებოდა.
ცნობისთვის, აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა დახურულ კარს მიღმა იმართებოდა, მედიის წარმომადგენლების გარეშე. პრეზიდენტებს საჯარო განცხადებები არ გაუკეთებიათ.