საქართველოს ნაკრების მეკარე თურქეთის სუპერლიგის კლუბში გადავიდა

საქართველოს ნაკრების 27 წლის მეკარე ლუკა გუგეშაშვილი „პაოკმა“ „გიოზტეპეში“ გაანათხოვრა.
თურქულმა კლუბმა გუგეშაშვილი სეზონის ბოლომდე იჯარით, შემდგომი გამოსყიდვის უფლებით დაიმატა. „გიოზტეპეს“ ტრანსფერი 900 ათასი ევრო დაუჯდება.
იზმირული გუნდი გასულ სეზონში სუპერლიგაში მე-6 ადგილზე გავიდა.
წყარო: Sportall.ge