მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 30 ივლისი, 2026 | 06:25
სწრაფი სიახლე
მსოფლიო

ისრაელის თავდაცვის ძალები „ჰეზბოლას“ ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს

Prime Time 29 ივლისი, 2026 · 23:01 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

ისრაელის თავდაცვის ძალები „ჰეზბოლას“ ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს.

ირანის მიერ მხარდაჭერილ დაჯგუფებას სამხრეთ ლიბანში ტექნიკაზე თავდასხმის ორგანიზებას ედავებიან.

„ეს ინციდენტი ტერორისტული ორგანიზაცია „ჰეზბოლას“ მხრიდან ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების აშკარა დარღვევას წარმოადგენს“, – განაცხადეს ისრაელის თავდაცვის ძალებში.

მანამდე, ლიბანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელის ძალები სამხრეთ ლიბანში სახლებს ცეცხლს უკიდებდნენ.