მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 30 ივლისი, 2026 | 07:44
სწრაფი სიახლე
სპორტი

“იბერია 1999” ბრატისლავაში “სლოვანს” ფრედ ეთამაშა და ევროპა ლიგაზე გადაერთვება

SportMedia 29 ივლისი, 2026 · 20:08 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში „იბერია 1999“ გასვლაზე „სლოვანს“ დაუზავდა (1:1), მაგრამ ორრაუნდიანი დაპირისპირება 1:3 წააგო და ასპარეზობას ევროპა ლიგაზე გააგრძელებს.

 

მასპინძლები უპირატესობას ფლობდნენ, ოთხი მომენტი ვერ გამოიყენეს, პირველი ტაიმის ბოლოს კი თავურით მაკარიძის კარი კუხარევიჩმა დალაშქრა. შესვენების შემდეგ სტუმრები გააქტიურდნენ და სიხარულაშვილმა ანგარიში გაათანაბრა. აქედან მოყოლებული თამაში ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა, მაკარიძემ თავისი გუნდი გადაარჩინა, ხოლო თბილისელთა იერიშებმა შედეგი ვერ გამოიღო და საბოლოოდ ფრე დაფისირდა.

 

„იბერია 1999“ ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდში ჩრდილოეთ ირლანდიის „ლარნეს“ შეხვდება, რომელიც ჩემპიონთა ლიგის შესარჩევ ეტაპზე „ცრვენა ზვეზდასთან“ ორივე მატჩში განადგურდა – 0:4, 0:5. პირველი დაპირისპირება 6 აგვისტოს ლარნეში ჩატარდება, საპასუხო კი 13 აგვისტოს თბილისში.

 

ბრატისლავა. „ტეჰელნე პოლე“

სლოვანი – იბერია 1999 1:1

გოლები: 1:0 კუხარევიჩი (44), 1:1 სიხარულაშვილი (51)

 

იბერია: მაკარიძე, ჯინჯოლავა, სელიმოვიჩი, ამისულაშვილი, ქობულაძე (ბოჭორიშვილი 76), კუცია (ბართიშვილი 55), ქარდავა (ალჰასანი 55), დადიანი, კაფე (ძაგანია 65), ნაჭყებია, სიხარულაშვილი (ენდე 76)

წყარო: Sportall.ge