მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 30 ივლისი, 2026 | 12:51
სწრაფი სიახლე
მსოფლიო

აშშ-მა „პეტრიოტის“ სისტემების წარმოებისთვის 58.6 მილიარდი დოლარის ღირებულების კონტრაქტი გააფორმა

Prime Time 30 ივლისი, 2026 · 10:44 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

აშშ-ს არმიაში აცხადებენ, რომ „პეტრიოტის“ სისტემების წარმოებისთვის კომპანია Lockheed Martin-თან 58,6 მილიარდი დოლარის ღირებულების კონტრაქტი გააფორმეს.

როგორც „როიტერი“ წერს, აშშ-ს არმიის წარმომადგენლების თქმით, ეს კონტრაქტი აპრილში გაფორმებულ ერთწლიან, 4,7 მილიარდი დოლარის ღირებულების შეთანხმებას შვიდწლიან პროექტად აქცევს და 2026-2032 ფინანსური წლების პერიოდისთვის რაკეტების შესყიდვის მრავალწლიან გეგმას ქმნის.

პენტაგონი კონტრაქტორებისგან წარმოების მნიშვნელოვნად დაჩქარებას მოითხოვს.

„როიტერის“ ინფორმაციით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ასევე მუდმივად ზრდის ზეწოლას კონტრაქტორებზე თავდაცვით სფეროში, რათა პრიორიტეტი წარმოებას მიანიჭონ.

Lockheed Martin-ში აცხადებენ, რომ ეს დაფინანსება საშუალებას მისცემს, 2030 წლის ბოლომდე PAC-3 MSE რაკეტების წარმოების სამმაგად გაზრდის დანაპირები შეასრულოს და არკანზასის შტატის ქალაქ კამდენში მდებარე ქარხანაში სამუშაო ადგილების რაოდენობა 50%-ით გაზარდოს.