ოზურგეთის მერიის მხარდაჭერით, შეკვეთილის მუსიკოსთა პარკი ქართულ ჩაის ფესტივალს უმასპინძლებს

9 აგვისტოს, შეკვეთილის მუსიკოსთა პარკი ქართული ჩაის ფესტივალს უმასპინძლებს.
ღონისძიება ოზურგეთის მერიის მხარდაჭერით გაიმართება.
ფესტივალი 14:00 საათზე გაიხსნება და მოეწყობა:
• მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა;
• სამეწარმეო ბაზარი;
• ფოტოგამოფენა;
• ჩატარდება ქართული ჩაის დამზადების მასტერკლასები;
• ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ მოუსმინონ გურულ ფოლკლორს;
ოზურგეთის მერიის სახელით, მადლობას ვუხდით „ბლექ სი არენასა“ და „მუსიკოსთა პარკის“ ადმინისტრაციას მხარდაჭერისთვის!
ძვირფასო ოზურგეთელებო და ქალაქის სტუმრებო, ოზურგეთის მერია
გიწვევთ და გელით ყველას!
დასწრება თავისუფალია!