მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 30 ივლისი, 2026 | 18:26
სწრაფი სიახლე
მსოფლიო

რუსეთმა Telegram-ის დამფუძნებელი პაველ დუროვი ექსტრემისტებისა და ტერორისტების სიაში შეიყვანა – რა ინფორმაციას ავრცელებს რუსული მედია

Ambebi.ge 30 ივლისი, 2026 · 16:29 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 4

რუსეთის ფინანსური მონიტორინგის ფედერალურმა ორგანომ, „როსფინმონიტორინგმა“ Telegram-ის დამფუძნებელი პაველ დუროვი ექსტრემისტებისა და ტერორისტების სიაში დაამატა.

ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ცნობისთვის, გუშინ რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა პაველ დუროვზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. უწყების განცხადებით, Telegram-ის ადმინისტრაციამ ვერ შეძლო უკრაინის სადაზვერვო სააგენტოების მიერ „შეთქმულების დასაგეგმად და მასობრივი მკვლელობების ჩასატარებლად გამოყენებული არხების წაშლა“.

„დუროვს ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის საქმეზე 205.1 მუხლის 1.1 ნაწილით (ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობა)“, – ნათქვამია „ეფ-ეს-ბე“-ს განცხადებაში.