მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 30 ივლისი, 2026 | 19:09
სწრაფი სიახლე
ბიზნესი

ქუვეითის შეიარაღებული ძალები – ირანის იერიშის შედეგად ქუვეითში ერთი ადამიანი დაიღუპა

IPN.ge 30 ივლისი, 2026 · 18:14 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 2

ირანის იერიშის შედეგად ქუვეითში ერთი ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას ქუვეითის შეიარაღებული ძალები ავრცელებს.

„ირანის აგრესიის სამიზნე ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე ჩინური კომპანიის შენობა იყო, რის შედეგადაც ერთი მუშა დაიღუპა“, – აცხადებს ქუვეითის შეიარაღებული ძალები.

დარტყმის შედეგად კომპანიის შენობა დაზიანდა.

ასევე, ირანის სარაკეტო იერიში მოიგერიეს იორდანიაში.

იორდანიის შეიარაღებული ძალების ცნობით, ირანიდან გაშვებული 5 რაკეტა ჩამოაგდეს.