მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 30 ივლისი, 2026 | 22:55
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

შეკვეთით მკვლელობის მომზადების, იარაღის და საბრძოლო მასალის ტარებისა და „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის ბრალდებულებს 17 და 20 წლით პატიმრობა მიესაჯათ

IPN.ge 30 ივლისი, 2026 · 21:05 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ანგარებით და შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის, „ქურდული სამყაროს“ წევრობის და გამოძალვის ფაქტებზე ბრალდებულებს 17 და 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

საგამოძიებო უწყების ცნობით, გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ანგარებით და შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის, „ქურდული სამყაროს“ წევრობის და დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვის ფაქტებზე ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ საზღვარგარეთ მყოფმა „კრიმინალურმა ავტორიტეტმა“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ დაზარალებულს დიდი ოდენობით თანხის გადახდა მოსთხოვა და მოკვლით დაემუქრა. ხოლო დაზარალებულის მიერ თანხის გადაუხდელობის გამო, ანგარებით მისი მკვლელობა შეუკვეთა. შეკვეთილი მკვლელობის შესრულების მიზნით, ბრალდებულთან კავშირში მყოფი პირი ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ჩავიდა და შეკვეთილი მკვლელობის ჩასადენად მოემზადა, რაც დროული რეაგირების შედეგად სამართალდამცველებმა აღკვეთეს.

ერთ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18, 109 „ნ“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 223-ე სეკუნდა მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, ხოლო მეორეს ბრალდება დაუსწრებლად 223-ე პირმა მუხლის პირველი ნაწილით, 18-109 „ნ“ ქვეპუნქტით და 181-ე მუხლის მე2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარედგინა.

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულები სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და ერთ პირს სასჯელის სახედ და ზომად 17 წლით, ხოლო მეორეს დაუსწრებლად 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.