მთავარი კონტენტი
პარასკევი, 31 ივლისი, 2026 | 00:17
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

„ვეძებთ 1996-1998 წლებში დაბადებულ ბავშვს, რომელიც გაშვილდა სვანეთში“ – თამუნა მუსერიძე მიმართვას ავრცელებს

Prime Time 30 ივლისი, 2026 · 22:27 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 4

ჟურნალისტმა და ორგანიზაცია „ვეძებ-ის“ დამფუძნებელმა თამუნა მუსერიძემ განაცხადა, რომ 1996-1998 წლებში სვანეთში გაშვილებულ პირებს გენეტიკური ტესტირების ჩატარებას უფასოდ სთავაზობენ. მისი თქმით, ამით დადგინდება ნატა ვიბლიანის გაშვილებული შვილის ვინაობა.

„მინდა, მივმართო ყველა ბავშვს, რომელიც არის დაბადებული 1996 წლიდან 98 წლამდე. ამ წლებს იმიტომ ვასახელებ, რომ შეიძლება, ამყვანმა მშობლებმა შეცვალეს. ყველა ბავშვი, რომელიც არის გაშვილებული სვანეთში, ვისაც გაუჩნდება სურვილი, რომ გაიკეთოს გენეტიკური ტექსტი, მზად ვართ, გავტესტოთ უფასოდ. ჩვენი ინფორმაციით, ბავშვი არის გოგო, თუმცა, ნატა ვიბლიანს აძლევენ ინფორმაციას, რომ არის ბიჭი. არ აქვს მნიშვნელობა, ნებისმიერ ბავშვს, ვინც გაშვილდა დალის ხეობაში, მაგრამ ამ შემთხვევაში, ადგილს არ ვაკონკრეტებთ, გენეტიკურ ტესტს გავუკეთებთ უფასოდ,“ – ამბობს თამუნა მუსერიძე.

ვრცლად ↓