მთავარი კონტენტი
პარასკევი, 31 ივლისი, 2026 | 17:51
სწრაფი სიახლე
კულტურა

საბა საზონოვი „ხეტაფეში“ ითამაშებს

Prime Time 31 ივლისი, 2026 · 16:04 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 5

იმ დროს, როდესაც ქართველი გულშემატკივარი „ხეტაფეში“ გიორგი ქოჩორაშვილის ტრანსფერს ელოდა, ესპანურ კლუბში საბა საზონოვი გადავიდა – ინფორმაციას 𝐆𝐄𝐎 𝐓𝐄𝐀𝐌-ი ავრცელებს.

საფეხბურთო პორტალის ექსკლუზიური ინფორმაციით, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილმა მცველმა ლა ლიგის გუნდში სამედიცინო შემოწმება გაიარა და კონტრაქტიც გააფორმა.

24 წლის მცველმა ესპანურ კლუბთან ხელშეკრულებას ოფციონის სისტემით (1+1) მოაწერა ხელი და „ტორინოში“ გაცდენილი ორი სეზონის შემდეგ კარიერის გადატვირთვას შეეცდება.