მთავარი კონტენტი
პარასკევი, 31 ივლისი, 2026 | 21:49
სწრაფი სიახლე
მსოფლიო

The Atlantic: ტრამპმა უარი თქვა უკრაინისთვის Patriot-ის სისტემისთვის განკუთვნილი 300 რაკეტის გადაცემაზე, რომელთაც ზელენსკი ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე ითხოვდა

Prime Time 31 ივლისი, 2026 · 19:31 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უარი თქვა უკრაინისთვის Patriot-ის სისტემისთვის განკუთვნილი 300 რაკეტის გადაცემაზე, რომელთაც ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე ითხოვდა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Atlantic ავრცელებს.

გამოცემამ აღნიშნა, რომ გასულ ზამთარს უკრაინას ჯერ კიდევ გააჩნდა Patriot-ის რაკეტების შეზღუდული მარაგი რუსული რაკეტების მოსაგერიებლად და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად.

თუმცა მას შემდეგ ირანში მიმდინარე ომმა ამერიკული მარაგის დაახლოებით ორი მესამედი ამოწურა – იუწყება სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრი (CSIS).

ანალიტიკოსების მონაცემებით, მთლიანობაში აშშ-ს ამჟამად Patriot-ის სისტემის მხოლოდ 759 ყველაზე თანამედროვე რაკეტა გააჩნია.

„ზელენსკიმ აშშ-ს სთხოვა 300 ასეთი რაკეტის გადაცემა, რათა უკრაინას ისინი ამ ზამთარს გამოეყენებინა. ტრამპმა უარი თქვა. სანაცვლოდ, ამ თვის დასაწყისში ანკარაში ზელენსკისთან გამართული მოლაპარაკებებისას, მან პირობა დადო, რომ უკრაინას Patriot-ის რაკეტების საკუთარი წარმოების ლიცენზიას გადასცემდა, თუმცა უკრაინა მათ დიდი მასშტაბით წარმოებას წლების განმავლობაში ვერ შეძლებს“, – ნათქვამია სტატიაში.

ერთ-ერთმა უკრაინელმა ოფიციალურმა პირმა გამოცემას განუცხადა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე ბალისტიკური რაკეტების გამშვებ დანადგარებზე დარტყმის შესაძლებლობის გარეშე, „ჩვენ არ გვაქვს მკაფიო გეგმა, თუ როგორ გადავრჩეთ ამ ზამთარს“.