მთავარი კონტენტი
ორშაბათი, 3 აგვისტო, 2026 | 02:24
სწრაფი სიახლე
სპორტი

პსჟ ორი სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება – კვარაცხელიას გუნდი მნიშვნელოვნად გაძლიერებას გეგმავს

SportMedia 2 აგვისტო, 2026 · 18:34 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

ჟურნალისტ ლუკა ბენდონის ინფორმაციით, პსჟ “ბარსელონას” 26 წლის თავდამსხმელის ფერან ტორესის ტრანსფერის თაობაზე მალე ოფიციალური წინადადებით მიმართავს. 

 

ესპანელი ფორვარდის გადაბირება პირადად პარიზელთა მთავარი მწვრთნელის ლუის ენრიკეს სურვილია და “პარკ დე ფრანსზე” გადაბარგებაზე უარს თავად არც ფეხბურთელი აცხადებს. 

 

ხვიჩა კვარაცხელიას გუნდს “ბლაუგრანადან” კიდევ ერთი ვარსკვლავის, 23 წლის ნახევარმცველის, პედრის წამოყვანა უნდა. El Nacional-მა დაწერა, რომ პსჟ “ბარსელონას” ოფიციალურ შეთავაზებას 90 მილიონის სახით მალე გაუკეთებს. 

წყარო: Sportall.ge