მთავარი კონტენტი
ორშაბათი, 3 აგვისტო, 2026 | 14:49
სწრაფი სიახლე
მსოფლიო

ბაქოში 17-წლამდე მოჭიდავეთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატი ქართველმა მოჭიდავეებმა 2 მედლით დაასრულეს

Prime Time 3 აგვისტო, 2026 · 10:16 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში 17-წლამდე მოჭიდავეთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატი დასრულდა. ქართველმა მოჭიდავეებმა ტურნირი 2 მედლით დაასრულეს.

მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში 71კგ წონით კატეგორიაში ბოგდან კვანტალიანი გახდა. ბრინჯაოს მედალს ქალთა ჭიდაობაში ნინო სამხარაძე დაეუფლა. იგი გახდა პირველი ქართველი ქალი მოჭიდავე, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის კვარცხლბეკზე ასვლა შეძლო.