მთავარი კონტენტი
ორშაბათი, 3 აგვისტო, 2026 | 15:46
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

იტალიაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა, მათ შორის ტურისტები

IPN.ge 3 აგვისტო, 2026 · 14:48 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 2

რიეტი-ტერნის გზატკეცილზე, ლაციოსა და უმბრიას საზღვარზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა და 34 დაშავდა.

იტალიური მედიის ცნობით, ავტობუსი საპირისპირო მიმართულებით მოძრავ ფურგონს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევაში სამი მსუბუქი ავტომობილიც მონაწილეობდა.

დაღუპულთაგან ოთხი იმ ავტობუსში იმყოფებოდა, რომელსაც მარმორეს ჩანჩქერისკენ ტურისტები გადაჰყავდა. მათ შორის იყვნენ ორი მძღოლი და ორი მგზავრი. გავრცელებული ინფორმაციით, ავტობუსში სულ ოცი ადამიანი იმყოფებოდა. ორი დაღუპული კი ფურგონით მგზავრობდა – ტურისტები, რომლებიც ტერნის რაიონიდან ბრუნდებოდნენ.

მიმდინარეობს გამოძიება გარდაცვლილთა ვინაობის დასადგენად. დაშავებულთა სამედიცინო დახმარების გარდა, ფსიქოლოგიური მხარდაჭერა გაეწიათ იმ პირებს, რომლებიც უვნებლად გადარჩნენ.

ავარიის მიზეზების დასადგენად გამოძიების ჩატარება ტერნის საგზაო პოლიციას რიეტის საგზაო პოლიციის მხარდაჭერით დაევალა.