მთავარი კონტენტი
ორშაბათი, 3 აგვისტო, 2026 | 14:48
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისათვის ლიტერატურის გამოცდის პირველად შედეგებს აქვეყნებს

Kvira.ge 3 აგვისტო, 2026 · 00:00 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისათვის ლიტერატურის გამოცდის პირველად შედეგებს აქვეყნებს.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და რვანიშნა პაროლი.

“პირად გვერდზე გამოსაცდელს აქვს საკუთარი ნაშრომის ასლისა და კონკრეტულ საგანში მიღებული პირველადი, „ნედლი“ ქულის ნახვის შესაძლებლობა.

ლიტერატურის ტესტის მაქსიმალური ქულაა 70, მინიმალური გამსვლელი ქულა კი – 18.

ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დასრულდა.

გამოცდების შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადების მიღება დაიწყება 4 აგვისტოს 10:00 საათიდან და გაგრძელდება 6 აგვისტოს 18:00 საათამდე. დეტალური ინსტრუქცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებ და ფეისბუკ გვერდებზე გამოქვეყნდება”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი