მთავარი კონტენტი
ორშაბათი, 3 აგვისტო, 2026 | 14:48
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

აბიტურიენტების საყურადღებოდ! – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს

Prime Time 3 აგვისტო, 2026 · 11:16 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 4

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს. 

აბიტურიენტების საყურადღებოდ!

 გთავაზობთ ლიტერატურის გამოცდის პირველად შედეგებს  
 საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და რვანიშნა პაროლი.

 პირად გვერდზე გამოსაცდელს აქვს საკუთარი ნაშრომის ასლისა და კონკრეტულ საგანში მიღებული პირველადი, „ნედლი“ ქულის ნახვის შესაძლებლობა.

 ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დასრულდა.

 გამოცდების შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადების მიღება დაიწყება 4 აგვისტოს 10:00 საათიდან და გაგრძელდება 6 აგვისტოს 18:00 საათამდე.

 დეტალური ინსტრუქცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებ და ფეისბუკ გვერდებზე გამოქვეყნდება.

ვრცლად:  https://www.naec.ge/#/ge/post/3676