მთავარი კონტენტი
ორშაბათი, 3 აგვისტო, 2026 | 14:48
სწრაფი სიახლე
მსოფლიო

ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევის რეალური შესაძლებლობა არსებობს. შეიძლება შეთანხმება გაფორმდეს ირანის ბირთვულ პროგრამაზეც – დონალდ ტრამპი

Prime Time 3 აგვისტო, 2026 · 11:42 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 5

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ირანთან სამშვიდობო მოლაპარაკებების ახალი ეტაპი დააანონსა. პროცესი დღეს დაიწყება. დიპლომატიური ძალისხმევის ხელშეწყობის მიზნით ვაშინგტონმა თეირანზე დაგეგმილი სამხედრო დარტყმებიც გადადო.

მხარეებს შორის განხილვის მთავარი საგანი იქნება ჰორმუზის სრუტის და ირანის ბირთვული პროგრამის საკითხები.

“ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევის რეალური შესაძლებლობა არსებობს. შეიძლება შეთანხმება გაფორმდეს ირანის ბირთვულ პროგრამაზეც – უფრო სწორად, იმაზე, რასაც მე ირანის დენუკლეარიზაციას, ანუ ბირთვული შესაძლებლობების სრულ გაუქმებას ვუწოდებ. მსურს, შეთანხმება შედგეს. ეს უამრავ სიცოცხლეს გადაარჩენს და მასშტაბურ განადგურებას აგვაცილებს თავიდან. გულწრფელად რომ ვთქვა, იმ ინფრასტრუქტურის აღდგენას, რომლის განადგურებაც იგეგმებოდა, მრავალი წელი დასჭირდებოდა. ჩვენ ვგეგმავდით ოპერაციას, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბური სამხედრო დარტყმა იქნებოდა და რომელსაც ირანისთვის კატასტროფული შედეგები ექნებოდა. მათ ეს არ სურდათ. თუ არჩევანი შეთანხმებასა და სამხედრო ოპერაციას შორის უნდა გაკეთდეს, მე შეთანხმებას ვამჯობინებ”, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.